აფხაზეთი და სამაჩაბლო

 აფხაზეთი


      აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა,რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. ამ ჟამათ ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.



       პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიების მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი აფხაზური ტომებით სადახლებულ მიწებს. უძველესი დროიდან აფხაზებს მჭიდრო ურთიერთობა ქონდათ ადიღურ და ქართველ,განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ტომებთან. ამ სიახლოვემ თავი იჩინა მრავალ კულტურულ-საყოფაცხოვრებო თავისებურებაში.აფხაზები ძველთაგანვე ეზიარნენ ქართულ კულტურას. მათი კულტურულ-პოლიტიკური საქმიანობა სცილდებოდა საკუთრივ აფხაზეთის ფარგლებს. ისინი აქტიურ როლს ასრულებდნენ მთელ დასავლეთ საქართველოს მომცველ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში. IV ს-ის I ნახევარში აფხაზებმა მიიღეს ქრისტიანობა,რომელიც აქედან ჩრდილოეთ კავკასიის ზოგ ხალხშიც გავრცელდა. აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზთა ძირითადი რელიგია ქრისტიანობაა. ამას მრავალი ცნობა ადასტურებს. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ჯვარცმიდან სულ რამოდენიმე წლის შემდეგ ეგრის-აფხაზეთში ჩამოვიდნენ ქრისტეს უერთგულესი მოწაფეები – მოციქული ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. იმდროინდელმა ეგრისის მეფემ სათანადო პირობები შეუქმნა ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულებს. ანდრიამ ქრისტეს რჯულზე მოაქცია მეგრელები და კლარჯეთს გაეშურა. სვიმონ კანანელიც წარმატებით აგრძელებდა მოციქულობას, მაგრამ როდესაც ჯიქეთში გადავიდა საქადაგებლად. იგი წარმართმა ადიღებმა ქვებით ჩაქოლეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ქართველებს იგი ჯიქეთიდან წამოუსვენებიათ და ნიკოფსიაში დაუკრძალავთ. მაშინ, როცა ნიკოფსია ადიღის ტომებმა დაიპყრეს ქართველებმა ქრისტეს მოწაფის ნეშტი უშიშარ, უსაფრთხო ადგილას, ქვეყნის სიღრმეში – ანაკოფიაში გადმოასვენეს. შემდგომში სვიმონ კანანელის საფლავზე,ახალი ათონის მთაზე მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმინდა მოციქული მოღვაწეობდა


სამაჩაბლო

სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია. დღეს ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მისი დეოკუპაციის შემდეგსამაჩაბლო იქნება ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური ავტონომიური რეგიონი საქართველოში. სამაჩაბლო, ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთის ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად მაჩაბელთა გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები (სხვა თვალსაზრისით, ანჩაბაძეები). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV საუკუნეში მაჩაბელთა მეგებრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო XVII დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.

წყარო წყარო1

No comments:

Post a Comment