Saturday, January 26, 2013

საბჭოთა ოკუპაცის შედეგად დაკარგული ტერიტორიები

1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა. ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი) განხორციელდა. სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალის და მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.

ამ დიდ ძალას საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000 კაციანი არმია დაუპირისპირა (მუდმივი ჯარი და სახალხო გვარდია). სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დასავლეთიდან არც ერთი თოფი ან ამუნიციაც კი არ მიუღია. ქვეყანას საერთოდ არ ჰყავდა ავიაცია და ტანკები. ასე რომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატების შანსი ძალზე მცირე იყო. მიუხედავად მისი არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ომში თურქეთი საბჭოთა რუსეთის მხარეს ჩაება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქემალ ფაშას თურქეთს საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგანაც იგი იარაღითა და აღჭურვილობით დახმარებას იღებდა საბერძნეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

1921 წლის 6 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ბათუმში ბოლო სხდომა ჩაატარა და რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის დატოვება, ევროპაში გამგზავრება და იქიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა უბრძანა. მთავრობამ ქვეყანა მეორე დღესვე დატოვა, რუსეთის ჯარი კი ბათუმში 20 მარტს შემოვიდა. ასე რომ, ღალატის, ვერაგობისა და სასტიკი ძალის გამოყენებით კომუნისტურმა რუსეთმა ბოლო მოუღო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ცარისტულმა რუსეთმა 120 წლით ადრე, 1801 წელს.

საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დაკარგა შემდეგი ტერიტორიები:
1. რუსეთმა საქართველოს ისტორიული კუთხე ჯ ი ქ ე თ ი (ე.წ სოჭი-ტუაფსეს სექტორი) მოწყვიტა ქართულ მიწა წყალს.
2. აფხაზეთმა მიიღო "დამოუკიდებლობა"
3. ბათუმის ოლქის ნაწილი - ბორჩხა. არტაანია (არდაგანის), ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს.ეს კუთხეები მესხეთის ნაწილებია.
4. ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველითურთ) გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წ. აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიის მიმართ პრეტენზიებზე საქართველოს სასარგებლოდ.ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული კუთხე - საინგილო.
5. ე.წ. ლორის ნეიტრალური ზონა ბორჩალოს მაზრის მიმდებარე ნაწილის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახქის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. საქართველომ დაკარგა - ლორე;
6. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიული დვალეთისა და დარიალის გასწვრივ "ჩასწორდა" რუსეთის სასარგებლოდ.ანუ საქართველო დაკარგა უძველესი კუთხე - დვალეთი
7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით და საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინააღმდეგობის მიუხედავად შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. სამხრეთ ოსეთი შექმნეს საქართველოს ისტორიული კუთხის - სამაჩაბლოს ტერიტორიაზე



1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველომ საერთო ჯამში 21 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგა. აღნიშნულ ოკუპაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სტალინს.
გახსოვდეს შენი ისტორია!!!


წყარო1